ზვიად გამსახურდია

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

ზვიად გამსახურდია

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, სახელი მიენიჭა.

ამ ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და მას ბიუროს სხდომზე მხარი დაუჭირეს. 

"28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ აქტის მიმართ პატივისცემის ნიშნად და, ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად, შემოთავაზებულია წინადადება, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწოდოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, სახელი" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები