ნარკოდანაშაული

პირი იმ დროს დააკავეს, როცა 3500 დოლარად 10 შეკვრა ნარკოტიკი გაყიდა

tvfree.ge

სამართალდამცავებმა 1981 წელს დაბადებული ბ.კ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული ვიდეოთი იმ დროს ჩაიწერეს, როცა ნარკოტიკს ყიდდა. 

"პოლიციამ ბ.კ. 16 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმ დროს დააკავა, როდესაც მან მოქალაქეს, 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 10 შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც  დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები