რუსეთი-უკრაინა

ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინული კომპანიისთვის $44.4 მლნ-ის გადახდა დააკისრა

0 კომენტარი
ფოტო: globallookpress.com

ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს უკრაინული კომპანიისთვის "Укрнафт"-ისთვის $44.4 მილიონის გადახდა დააკისრა. 

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანამ კომპანიას ეს თანხა კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს, რადგან 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების შემდეგ ადგილზე მოქმედი 16 გაზგასამართი სადგურის ნაციონალიზაცია მოხდა.

ამასთან, რუსეთის ფედერაციამ საარბიტრაჟო წარმოების ხარჯებისთვის $3.5 მილიონი უნდა გადაიხადოს და $5.5 მილიონი იმ პროცენტებისთვის, რომელიც 2014 წლიდან ითვლება. 

Укрнафт-ის სარჩელში ნახსენები იყო უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ორივე მხარე იღებდა ვალდებულებას, ინვესტიციები დაეცვა. 

რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსირების შემდეგ უკრაინული კომპანიების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საკუთრების დაკარგვასთან დაკავშირებული საჩივრების მთელი სერია შევიდა. 

როგორც მინიმუმ, 6 საქმეში ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება უკრაინული კომპანიების სასარგებლოდ გამოიტანა. ყველაზე მსხვილი თანხა, რომლის გადახდაც რუსეთის ფედერაციას დაეკისრა, $1.3 მილიარდს შეადგენს. ამ თანხის გადახდა რუსეთის ფედერაციას ოშადბანკისთვის დაეკისრა. 

რუსეთი ჰააგის სასამართლოს, ისევე, როგორ სხვა მსგავსი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქციის აღიარებაზე უარს აცხადებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები