პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

შსს: ნინა წკრიალაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ერთი პირი დავაკავეთ

Nina TskrialaSvili / Facebook

ნინა წკრიალაშილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავცელების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაშია მიცემული.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, აღნიშნულ საქმეზე თებერვალში ერთი პირი დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩამდენი სხვა პორების დადგენის მიზნით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა ინფორმაციას ფლობდეს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით," - აცხადებენ შსს-ში.

ნინა წკრილაშვილმა 15 აპრილს რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "ფარულ კონვერტში", იმ ადამიანის ვინაობა გაამხილა, რომელმაც, როგორც თავად წკრიალაშვილი ამბობს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვცელა. მან ასევე აღნიშნა, რომ იანვარში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ერთ-ერთ საიტზეც. მომღერლის ცნობით, ამის მიზეზი მისი ყოფილი პარტნიორის პირადი შურისძიებაა.

კომენტარები