პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ფრანგმა მილიარდერებმა 339 მილიონი დოლარი გაიღეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად

Variety/bteam/robbreport

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პრეზიდენტ მაკრონის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ ორმა ფრანგმა მილიარდერმა ეროვნული საგანძურის აღსადგენად მთლიანობაში 339 მილიონი დოლარი გაიღო.

ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა ანრი პინომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის გაჩენის შემდეგ მალევე განაცხადა, რომ ტაძრის აღსადგენად ის და მისი ოჯახი 100 მილიონ ევროს გამოყოფდა, ხოლო საფრანგეთის უმდიდრესმა მოქალაქემ ბერნარდ არნომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევრო გაიღო.

არნო LVMH ჯგუფს ხელმძღვანელობს და მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანია.

„არნოს ოჯახი და LVMH ჯგუფი იზიარებს ეროვნულ ტრაგედიას და მზად არიან დიდებული კათედრალის, საფრანგეთის, მისი მემკვიდრეობისა და ერთიანობის სიმბოლოს აღდგენაში მონაწილეობა მიიღონ,“ - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ტაძრის აღსადგენად მან LVMH ჯგუფის დიზაინისა და არქიტექტურის რესურსებიც შესთავაზა.

ფრანსუა პინო კი Kering ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. Kering ჯგუფი ფლობს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც არის Gucci, Yves Saint Laurent, Balenciaga და Alexander McQueen.

“მამამ და მე გადავწყვიტეთ, რომ არტემის ფონდიდან 100 მილიონი ევრო გამოვყოთ და მონაწილეობა მივიღოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სრულ რეკონსტრუქციაში,” - ვკითხულობთ განცხადებაში.

მისი თქმით, ტრაგედია არამხოლოდ, ფრანგებს, არამედ ყველას შეეხო, ვისთვისაც სულიერი ღირებულებები მნიშვნელოვანია. “ყველას სურს მისი გაცოცხლება, რაც შეიძლება მალე,” - აღნიშნა პინომ.

საფრანგეთის მემკვიდრეობის საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო მიმართა გააკეთა, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად დახმარება გაეწიათ.

საფრანგეთის მერმა ან იდალგომ აღნიშნა, რომ მთავარი დონორების საერთაშორისო კონფერენციას დანიშნავდა, რათა ტაძრის აღსადგენად საკმარისი თანხა მოეგროვებინათ. მისი თქმით, პარიზს უკვე ჰქონდა 80 მილიონი ევროს დაფინანსება ქალაქის ტაძრების აღსადგენად.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პირობა დადო, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ.

 

კომენტარები