პარიზის ღვთისმშობლი ტაძარი

მაკრონი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 5 წელში აღვადგენთ და უფრო ლამაზიც იქნება

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი ფოტო: Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აუცილებლად აღდგება და ბევრად ლამაზი იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო. მისივე თქმით, იგი იმედს იტოვებს, რომ ტაძრის აღდგენით სამუშაოებს 5 წელი დასჭირდება.

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი გვახსენებს, რომ ჩვენი ისტორია არასდროს მთავრდება. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, მაგრამ ასევე ვიზიარებ იმედს. ახლა უნდა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედებთ კიდეც. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ტაძარს, გაცილებით ლამაზს, ეს უნდა მოხდეს 5 წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება!" - თქვა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ, 15 აპრილს, გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

პარიზის ღვთისმშობლის ეკლესიის ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები