გუდაური - კობის გზის მონაკვეთი

ქარბუქის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოხდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

"აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",- ამბობენ საგზაო დეპარტამენტში.

კომენტარები