დონალდ ტრამპი

ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას იემენში საუდის არაბეთისთვის დახმარების შეწყვეტაზე ვეტო დაადო

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: AP

დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს იემენში საუდის არაბეთის კოალიციის დახმარების შეწყვეტის თაობაზე ვეტო დაადო.

იემენში აშშ-ის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გასულ წელს მას შემდეგ გაიზარდა, რაც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მოკლეს. რეზოლუცია ჯერ წარმომადგენელთა პალატამ, ხოლო შემდეგ სენატმა დაამტკიცა.

ტრამპმა რეზოლუციას უსარგებლო და საშიში უწოდა და თქვა, რომ ის მისი კონსტიტუციური ძალაუფლების შესუსტებას ემსახურება.

"ეს რეზოლუცია უსარგებლოა, საშიში მცდელობაა ჩემი კონსტიტუციური უფლებების შესუსტების, რაც ამერიკის მოქალაქეების და მამაცი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის როგორც დღეს, ასევე მომავალში." ნათქვამია მის განცხადებაში.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრამპმა ვეტოს უფლება გამოიყენა. გასულ თვეს კონგრესმა მის მიერ სასაზღვრო კედლის დასაფინანსებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას დაუჭირა მხარი, თუმცა ტრამპმა ვეტოს უფლება გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

აშშ საუდის არაბეთის კოალიციას, რომელშიც კიდევ 8 არაბული ქვეყანაა გაერთიანებული მილიონობით დოლარის იარაიღით ეხმარება და იემენში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებზე დრონებით თავდასხმებშიც მონაწილეობს.

გაეროს მონაცემებით ქვეყანაში 7,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათი 65% კი სწორედ კოალიციის საჰაერო დარტყმების დროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები