დონალდ ტრამპი

ტრამპი: შეშლილი ბერნი სანდერსი მძინარე ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, ველი მათ, ღმერთმა აცხონოს

დონალდ ტრამპი
CNN

აშშ-ის პრეიზდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატებზე დაწერა:

"მე მჯერა, რომ შეშლილი ბერნი სანდერსი და მძინარე ჯო ბაიდენი იქნებიან ორი ფინალისტი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკის წინააღმდეგ არჩევნებში საბრძოლველად (და კიდევ ბევრი შესანიშნავი რამის)! მე ველოდები ამას, ვინც არ უნდა იყოს! ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!"

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ვერმონტის დემოკრატმა სენატორმა ბერნი სანდერსმა უკვე წარმოაყენა, თუმცა აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჯერ არ ჩართულად და არ დაუდასტურებია აპირებს თუ არა კენჭისყრას. 

კომენტარები