ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.