საქართველოს პარლამენტი

ბესელია: რეგლამენტში არ წერია, რომ ბატონო ირაკლითი უნდა მიმართო პარლამენტის თავმჯდომარეს

http://cyc.ge

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არაფრისგან სკანდალებს და კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის.

ბესელიას თქმით, პარლამენტში იმდენად მწვავე ჩიხური სიტუაცია და კრიზისული ვითარებაა, რომ კობახიძეს სხდომის წაყვანა აღარ უნდა ანდონ. 

"ეს ბიჭი არის სრულიად არაადეკვატური, აღქმა არ აქვს რეალობის. შეუძლია არაფრისგან შექმნას სკანდალური სურათი და არაფრისგან შექმნას კონფლიქტები, რომ მე სხვა მსგავსი მაგალითის მოყვანა არ შემიძლია. უბრალოდ არ შეუძლია მართვა პროცესის. მართლა მშვიდად ვაპირებდი პროცედურებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას, იმიტომ რომ მეორე დღეა ვითხოვ ჩვენი კანონპროექტის დღის წესრიგში ჩასმას. ამ კანონპროექტს ხომ საგულდაგულოდ მალავენ და ბიუროს სხდომას არ იწვევს. ჯერ ხომ დააგვიანა კენჭისყრაზე და ყველა ველოდით, მერე აბსურდული რაღაცები ილაპარაკა რეგლამენტზე. ჯერ ერთი რეგლამენტში არ წერია, რომ ბატონო ირაკლითი უნდა მიმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორმე მე ამდენი ეთიკა და კულტურა მაქვს ვის როგორ უნდა მივმართო. ეს ნამდვილად არ წერია. მაგრამ ის ნამდვილად წერია რასაც არღვევს ყველა ფეხის ნაბიჯზე",- ამბობს ეკა ბესელია. 

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო და მისგან თქვენობით მიმართვა მოითხოვა. ამის შედეგ ბესელია მასთან მივიდა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა, ბესელიას ეთიკის დაცვა სთხოვონ.  

"ხომ არ შეგეშინდა? სანამ აქედან არ ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი!",- უთხრა ბესელიამ კობახიძეს. 

"შიში თქვენკენ მოიკითხეთ!"- უთხრა საპასუხოდ კობახიძემ.

კომენტარები