იტალია

იტალიაში 2 სტუდენტი ტყეში ხანძრის გაჩენის გამო 13.5 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

GETTY IMAGES

იტალიაში, კომოს რეგიონში, ორი სტუდენტი ტყეში ხანძრის გაჩენის გამო 13.5 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. BBC-ის ცნობით, ახალგაზრდები მთიან რეგიონში მწვადს წვავდნენ, შემთხვევა გასული წლის 30 დეკემბერს მოხდა.

ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, ისინი "განტევების ვაცები" არიან, იმ ხანძრის გამო, რომელის გამომწვევი მიზეზიც ვერ აიხსნა, - "ჩვენ ამ ისტორიის მსხვერპლები ვართ, დაუყონებლივ გამოვიძახეთ სახანძრო და თავადაც ვცდილობდით ცეცხლის ჩაქრობას," - ამბობს 22 წლის სტუდენტი.

ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე დღე ვერ მოხერხდა, შედეგად განადგურდა 1 000 ჰექტარი მწვანე საფარი. ადგილობრივი კანონების მიხედვით, სტუდენტებს 13 542 000 მილიონი ევროს ჯარიმა დაეკისრათ.

კომენტარები