სუდანი

სუდანის ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია

REUTERS

17 აპრილს სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ხარტუმში კობარის ციხეში გადაიყვანეს.

11 აპრილს სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოცდაათწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით, ბაშირი 2003 წლის სუდანის დარფურის რეგიონის გენოციდში მონაწილეობდა, რამაც 300 000 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.

1993 წლიდან აშშ-მ ბაშირის მთავრობა ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა რიცხვში შეიყვანა და მოგვიანებით სანქციებიც დაუწესა.  

შეგახსენებთ, რომ სუდანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები გასულ კვირას დაიწყო. ვითარება დაიძაბა 9 აპრილს, როდესაც სადაზვერვოსა და უსაფრთხოების წარმომადგენლები აქციის დაშლას ცდილობდნენ, ჯარისკაცები კი მომიტინგეებს იცავდნენ.

ბაშირის გადაყენების შემდეგ ის სამხედრო საბჭომ ჩაანაცვლა. ისინი პირობად დებენ, რომ ორ წლიანი სამხედრო მმართველობის შემდეგ ქვეყნაში არჩევნები ჩატარდება.

აქციები გრძელდება. მომიტინგეები ითხოვენ, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობა დამყარდეს.

კომენტარები