ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

18 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), იუმაშევის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 X კვარტლის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, ვარკეთილი-3 I კვარტლის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, შუამთის, გაბაშვილის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ვლადიმერ დავითაშვილის და ზაზა დამენიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და ვარკეთლი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების და სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის (ნაწილობრივ) და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, ლუბლიანას, გიორგი ტერევენკოს, ჩაჩავას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გუდაუთის, მირცხულავას, აგლაძის, ხოშარაულის და ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და კახაბერ კაციტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი 
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართლის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, დაისის, კნოლევის, ღოღობერიძის და ქსოვრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის მოედნის, მარჯანიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები