2019 წლის გავლენიანი ადამიანები

TIME-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა

TIME

ჟურნალმა Time-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი სია გამოაქვეყნა.

ადამიანები სიაში 5 კატეგორიის მიხედვით დაიყვნენ - პიონერები, არტისტები, ლიდერები, საკულტო ფიგურები და ტიტანები.

ნახეთ როგორ გადანაწილდნენ ცნობილი ადამიანები კატეგორიებში.

პიონერები

Sandra Oh
ფოტო: TIME

ამ ჯგუფში ჟურნალმა 26 ადამიანი შეიყვანა, მათ შორის არიან - გრეის ანატომიის მსახიობი სანდრა ოჰ, ამერიკელი მოდელი კრისი ტეიგენი, იტალიელი შეფ-მზარეული მასიმო ბოტურა, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, ჩინელი ბიოფიზიკოსი ჰე ჯიანკუი და სხვები.

არტისტები

დუეინ ჯონსონი
ფოტო: TIME

ამ კატეგორიაში 21 ადამიანი მოხვდა, მათ შორის არიან - Game of Thrones-ის მსახიობი ემილია კლარკი, კორეული ბენდი BTS, მომღერალი არაინა გრანდი, მსახიობი რემი მალეკი, ასევე Game of Thrones-ის მსახიობი რიჩარდ მეიდენი, მსახიობი მაჰერშალა ალი და სხვები.

ლიდერები

ნენსი პელოსი
ფოტო: TIME

ამ კატეგორიაში ჟურნალმა 26 ადამიანი შეიყვანა, მათ შორის არიან - ამერიკის კონგრესის  წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატი ლიდერი ნენსი პელოსი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დემოკრატიული პარტიის წევრი ალექსანდრია ოკაზიო-კორტესი, ისრალეის პრემიერმინისტრი ბენჟამინ ნეთანიაჰუ, პაპი ფრანცისკე და სხვები.

საკულტო ფიგურები

ტეილორ სვიფტი
ფოტო: TIME

ამ კატეგორიაში სულ 15 ადამიანი მოხვდა, მათ შორის არიან - ტეილორ სვიფტი, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ლედი გაგა, ვალენტინოს კრეატიული დირექტორი პიერპაოლო პიჩიოლი და სხვები.

ტიტანები

მუჰამედ სალაჰი
ფოტო: TIME

ეს კატეგორია მეხუთე და უკანასკნელია, რომელშიც 16 ადამიანი მოხვდა, მათ შორის არიან - საფეხბურთო გუნდის ლივერპული ვარსკვლავი მუჰამედ სალაჰი, ტაიგერ ვუდსი, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ალექს მორგანი, ბიზნესმენი მუკეშ ამბანი და სხვები.

ნახეთ ჟურნალ Time-ის სრული სია აქ.

კომენტარები