თანაინვესტირების ფონდი

თანაინვესტირების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე
facebook.com/GCFund

თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ცოტნე ებრალიძე დაიკავებს. ებრალიძე პოსტზე გიორგი ბაჩიაშვილს შეცვლის, რომელიც ამიერიდან ფონდის მრჩეველთა საბჭოს დირექტორი იქნება.

ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორი იყო, 2013 წლიდან კი თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორი. მისი მოადგილე თანაინვესტირების ფონდში თეა ჯოხაძე იქნება.

"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც მან მთელს ჩვენს გუნდს გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა, რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელზე" - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი გავრცელებულ განცხადებაში.

თანაინვესტირების ფონდის შესახებ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. დღეის მდგომარეობით, ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს. ფონდის პროექტებს შორისაა: პანორამა თბილისი, სასტუმრო შეკვეთილი, სასტუმრო თაბორის მთაზე (ბოტანიკურ ბაღთან), სასტუმრო განმუხური, კომპლექსი მაგნოლია, მტკვარი ჰესი, ონის ჰესების კასკადი, ინვესტიცია ბითფიურიში და სხვა. 

კომენტარები