ქობულია ავლაბრის რეზიდენციის შენახვაზე: რატომ გამოვიდა ორმაგი ხარჯი?

ეკონომიკის სამინისტრო

"რატომ გამოვიდა ორმაგი ხარჯი?"- კითხულობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ავლაბრის სასახლეს ეხებოდა. 

"რატომ გამოვიდა ორმაგი ხარჯი? მე მგონი, შესანიშნავი დანიშნულება აქვს ამ მომენტში. თუ ეს არის საერთო გადაწყვეტილება, მე ამას დავეთანხმებოდი. ამ სასახლის დანიშნულება ხომ სხვა არის, რომ მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართოს აქ,"- ამბობს ქობულია. 

პრეზიდენტის ყოფილ სასახლეს ავლაბარში სახელი გადაერქვა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის ერთობლივი შეთანხმებით "სახელმწიფო ცერემონიების სასახლე" ეწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი გადასახადებით ერთდროულად ორი სასახლე უნდა შეინახონ. 

ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად ათონელის რეზიდანციაში შევიდოდა, 2018 წლის აგვისტოში დააანონსა. 

"ორბელიანთა სასახლეში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ,"- ამბობდა პრეზიდენტი 2018 წელს. 

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში საქმიანობა დაუსრულებელ საახლეში დაიწყო. 

2013 წელს ორბელიანის სასახლეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის არემონტებდნენ, თუმცა მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენილიყო. 

პირველი საპრეზიდენტო სასახლე, სადაც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. ავლაბრის რეზიდენციას მმართველი გუნდი 2013 წლის შემდეგ იმ მოტივით იწუნებს, რომ ის პრეზიდენტის ფუნქციებს არ შეესაბამება. 

რამდენიმე თვის განმავლობაში უცნობი იყო, რას უპირებდნენ ავლაბრის რეზიდენციას. სხვადასხვა დროს დასახელებული იდეების მიხედვით, იქ რომელიმე სამინისტროს განთავსებას ან სულაც გაყიდვას და, მაგალითად, სასტუმროდ ქცევას უპირებდნენ.

კომენტარები