უბედური შემთხვევა მადეირაში

მადეირაში ტურისტებით სავსე ავტობუსი ამოყირავდა, 28 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა

EPA

მადეირაში პორტუგალიურ კუნძულზე ტურისტებით სავსე ავტობუსი ამოყირავდა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა, სხვები კი დაშავდნენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიები ავრცელებენ. ამასთან, გერმანული გაზეთი Bild წერს, რომ ინციდენტში 9 გერმანელი ტურისტი დაიღუპა. ავტობუსს 50 ადამიანი გადაჰყავდა. 

ამ დროისთვის ავტობუსის ამოყირავების მიზეზი უცნობია, ამასთან, არცერთი პორტუგალიელი არ დაღუპულა.

კომენტარები