აშშ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბას, ვენესუელას და ნიკარაგუას ახალი სანქციები დაუწესა

ჯონ ბოლტონი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბას, ვენესუელას და ნიკარაგუას ახალი სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ სავაჭრო ემბარგოს გააგრძელებს, რომელიც კუბას ათწლეულების წინ დაუწესდა, რაც აშშ-ის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ფედერალურ სასამართლოში უჩივლონ ბიზნესებს, რომლებიც კუბის მთავრობის მიერ რევოლუციის დროს ჩამორთმეულ საკუთრებებში მოქმედებენ.

"ნებისმიერმა პირმა და კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ეს. კანონის ამოქმედება ნიშნავს სამართლიანობას კუბელი ამერიკელებისათვის, ვინც დიდი ხანია ეძებს შვებას ფიდელ კასტროს და მისი ლაქიების მიერ ქონების კომპენსაციის გარეშე მისაკუთრების შემდეგ. კუბის რეჟიმი წლების მანძილზე ახორციელებდა დაშინების, რეპრესიის და ძალადობის ექსპორტს. მათ ეს ვენესუელაშიც გააკეთეს და მადუროს რეჟიმს უჭერენ მხარს." თქვა პომპეომ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ასევე გამოაცხადა, რომ კუბას დამატებითი სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები უწესდება, ხოლო ვენესუელას და ნიკარაგუას ახალი სანქციები.

"ჰავანა აგრძელებს მადუროს რეჟიმის დახმარებას ვენესუელელი ხალხის ტანჯვაში. როგორც პრეზიდენტმა თქვა, მადურო კუბის მარიონეტია."

ბოლტონმა კუბას, ვენესუელასა და ნიკარაგუას "ტირანიის ტროიკა" უწოდა.

კომენტარები