მიწისზედა გადასასვლელები

თბილისის მერიამ მიწისზედა გადასასვლელების მოხსნა დაიწყო

თბილისის მერია

თბილისის მერიის მიერ 18 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ქალაქის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო.

მერიის განცხადებით, ჯამში ოცი მიწისზედა ხიდის ადგილას ქვეითი, შუქნიშნით რეგულირებადი გადასასვლელები მოეწყობა.

"დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე
ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ" - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

სამუშაოებს შეასრულებს შპს "მეტეხი 2008". დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 307 805 ლარი გამოიყოფა. ოცი გადასასვლელის დემონტაჟი წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სად გაუქმდება მიწისზედა გადასასვლელები:

  • შარტავას ქუჩა N7-ის მიმდებარედ
  • ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე
  • ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების გადაკვეთაზე
  • აკაკი წერეთლის გამზირზე - დიდუბის პანთეონის მიმდებარედ
  • გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთაზე
  • გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე
  • გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთაზე
  • გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე
  • გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 212-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე
  • შანდორ პეტეფის ქუჩაზე - №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ
  • გორგასალის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ
  • გორგასალის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ
  • რუსთავის გზატკეცილი №6-ს მიმდებარედ (ქვემო ფონიჭალა)
  • ყაზბეგის გამზირზე - №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ
  • ვაჟა-ფშაველას გამზირზე - სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ
  • ცოტნე დადიანის ქუჩაზე - №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ
  • რობაქიძის გამზირზე - ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ
  • რობაქიძის გამზირზე - მაღაზია„წითელქუდას“ მიმდებარედ
  • გურამიშვილის გამზირი №15-ს მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი)
  • მარშალ გელოვანის გამზირზე - „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომენტარები