კრიმინალი

შსს: დავაკავეთ ადამიანი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტი აღკვეთეს. 1973 წელს დაბადებული მ.კ.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი "საქართველოს ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა", - ამბობენ შსს-ში.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები