კობახიძის კანონპროექტი

ე.წ. კობახიძის კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს დღეს უყრიან

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დღეს პარლამენტი ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებულ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, ე.წ. კობახიძის კანონპროექტს მეორე მოსმენით უყრის კენჭს.

"ქართულმა ოცნებამ" კომისიის მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინა და დღეს კენჭისყრაზე განახლებული კანონპროექტი გავა, რომელსაც, მაღალი ალბათობით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

კენჭისყრამდე დეპუტატები კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებას მოისმენენ. დაგეგმილ ცვლილებებს ნინო ლომჯარიაც აკრიტიკებს.

"ყველა საერთაშორისო სტანდარტი, რაც არეგულირებს მოსამართლეების ნომინირებას, ამბობს, რომ მოსამართლეთა ნომინირების დროს, უნდა მოხდეს იმ კანდიდატების წარდგენა, ვინც საუკეთესო შეფასებებს იღებს. ჩემი მოსმენის შემდეგ დეპუტატებს ექნებათ სრული ინფორმაცია მიიღონ გადაწყვეტილება, დაუჭერენ თუ არა ამ ფორმით კანონპროექტს მხარს. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ფორმალური, გარდა ამისა არსებობს რეგლამენტში შესაძლებლობები, რომ პარლამენტი კვლავ დაუბრუნდეს განხილვას", - ამბობს ომბუდსმენი.

ე.წ. კობახიძის კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

მას ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებენ და "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებენ. გამოქვეყნდა ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის კრიტიკული დასკვნებიც.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები