აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

The Atlantic: ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო - ის 2020 წლის არჩევნებში კენჭს იყრის

huffingtonpost.com

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის არჩევნებში კენჭისყრის და თავისი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ ვიდეო მიმართვას 24 აპრილს გაავრცელებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით The Atlantic ავრცელებს. 

ბაიდენი კენჭს დემოკრატიული პარტიიდან იყრის. დემოკრატიული პარტიიდან მისი მთავარი კონკურენტები პრაიმერისის დროს ბერნი სანდერსი, კამალა ჰარისი და ელიზაბეტ უორენი იქნებიან. 

17 აპრილს დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს მოქმედი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. 

"მე მჯერა, რომ შეშლილი ბერნი სანდერსი და მძინარე ჯო ბაიდენი იქნებიან ორი ფინალისტი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკის წინააღმდეგ არჩევნებში საბრძოლველად (და კიდევ ბევრი შესანიშნავი რამის)! მე ველოდები ამას, ვინც არ უნდა იყოს! ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!" - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. 

 

კომენტარები