სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში, ეკლესიის კედლის ჩამონგრევის შედეგად, 13 ადამიანი გარდაიცვალა

სამხრეთ აფრიკაში, ეკლესიის კედლის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც. 

სასწრაფო დახმარების თქმით, KwaZulu-Natal-ის სანაპირო პროვინციაში ორმოცდაათიანელთა ეკლესის კედლის ჩამონგრევის გამო, საავადმყოფოში 29 ადამიანი გადაიყვანეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტრაგედიის მიზეზად eMpangeni-ის ტერიტორიის ძლიერი ნალექი დაასახელეს. 

კედელი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც ქრისტიანული დღესასწაულის, აღდგომის აღსანიშნავად წირვების დაგეგმვა იწყებოდა.

დღეს, ლოცვა ეკლესიის წინ გაშლილ კარავში ჩატარდა. 

პრეზიდენტი სირილ რამაფოსა ტაძარს წინა წელს ესტუმრა, ამიტომ მას ეკლესიის ასაშენებლად მხარდაჭერას სთხოვენ.

"მიუხედავად ამ რთული დროისა, გვჭირდება ღმერთს ვენდოთ", - ამბობს შრომის მინისტრი მილდრედ ოლიფანი.

კომენტარები