რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსი მღვდელი ცოლის სილამაზის კონკურსში მონაწილეობის გამო საცხოვრებლად სოფელში გადაიყვანეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC.com

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი ურალის რეგიონიდან პატარა სოფელში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ცოლის სილამაზის კონკურსში მონაწილეობა გამჟღავნდა.

ოქსანა ზოტოვა, კოსმეტოლოგი და ორი შვილის დედა, ინტერნეტში საჯარო განსჯის საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც მისი კონკურსზე გადაღებული სურათები გამოქვეყნდა. ამის გამო, მისი ქმარი, სერგეი ზოტოვი, მაგნიტოგოროცკის ეკლესიიიდან დაითხოვეს და 65 კილომეტრის მოშორებით სოფელ ფერშამპენაუზში გადაიყვანეს.

"სერგეი ზოტოვს არ აღვადგენთ მანამ, სანამ მისი ცოლი არ მოინანიებს. რანაირი მღვდელია თუ თავის ოჯახს ვერ აკონტროლებს? თავის მრევლს როგორღა გააკონტროლებს?" - უთხრა ეპარქიის საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარემ დეკანოზმა თეოდორემ კომსომოლსკაია პრავდას.

მისივე თქმით, როდესაც მღვდლის ცოლი შოუში იღებს მონაწილეობას - "ეს დიდი ცოდვაა" და ზოტოვს არ აღადგენდნენ მანამ, სანამ მისი ცოლი არ მოინანიებდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები