ნარკოდანაშაული

„ჰეროინის“ შემცველი 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი - შსს-მ ორი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ს.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და სახლის ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები