შტორმი აშშ-ში

აშშ-ში ძლიერ შტორმს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამერიკის რამდენიმე შტატში ძლიერი შტორმია.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შტორმს სამი ადამიანი ემსხვერპლა და სამივე მათგანს ხე დაეცა. შტორმს ერთდროულად ებრძვიან მისისიპის, ჯორჯიის, ფლორიდისა და ალაბამას შტატებში.

შტორმის გამო 100 ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. გადაიდო ფრენები. აშშ-ში შტორმს რამდენიმე დღეა ებრძვიან.  

კომენტარები