მსახიობ ვენსან კასელსა და მოდელ ტინა კუნაკს შვილი შეეძინათ. ახალშობილი გოგოა და მას ამაზონი დაარქვეს. მსახიობმა ინსტრაგრამზე ჩანჩქერის ფოტო დადო წარწერით "Amazonie est née ❤️ " ამაზონი დაიბადა.
ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. წყვილმა 2018 წლის ზაფხულში იქორწინა.
კასელს მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ტინა კუნაკისათვის კი ამაზონი პირველი შვილია.