ბათუმში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ქრობისას ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ქრობისას ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს.

უწყების ინფრომაციით, ბათუმში რ. კომახიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობი - შენობის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა.

ხანძრის ქრობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან ოქროს სამკაულების გამოტანა შეძლეს და მფლობელს სრულად დაუბრუნეს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები