ოკუპაცია

გორში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს

გორში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს. გატაცების ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულის ოჯახს დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან.

როგორც ტაბულას სუს-ში უთხრეს, "მამაკაცი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის არის დაკავებული, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია".

კომენტარები