სამუდამო პატიმრობა

აშშ-ში 13 შვილის წამებაში ბრალდებულ მშობლებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

კალიფორნიის სასამართლომ დევიდ და ლუიზა ტურპინებს, რომლებმაც 13 შვილი წლების განმავლობაში გამოკეტეს და აწამებდნენ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

BBC-ის ინფორმაციით, გათავისუფლების მოთხოვნა მათ მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეუძლიათ. 

ცოლ-ქმარი 2018 წლის 16 იანვარს დააკავეს. მას შემდეგ რაც 17 წლის გოგომ სახლიდან გამოქცევა მოახერხა და დახმარება ითხოვა. სახლში მისულ პოლიციელებს 22 წლის ბიჭი საწოლზე დაბმული დახვდათ. 

სასამართლომ დაადგინა, რომ ტურპინებს 13 შვილი წლების განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ. საწოლზე აბამდნენ და საკვებს ნორმალურად არ აძლევდნენ. მათ დაბანის უფლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ. ისინი არასდროს ყოფილან ექიმთან. ყველა მათგანი სახელი J-ზე იწყება. 

სასამართლოზე წყვილმა ვერ ახსნა თუ რატომ ექცეოდნენ შვილებს ასე. ისინი ამბობდნენ, რომ შვილები ძალიან უყვართ და წუხან მათი საქციელის გამო.

ყველაზე უფროსი შვილი 29 წლისაა. ყველაზე პატარა კი ორის. მათთან ექიმები, ადვოკატები და ფსიქოლოგები მუშაობენ.

კომენტარები