სომხეთი

სომხეთის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი კორუფციაში დაადანაშაულეს

0 კომენტარი
ფოტო: Eurasianet

სომხეთის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი, დავით სანასარიანი კორუფციაში დაადანაშაულეს.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დავით სანასარიანს "სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და მისი თანამშრომლების ბიზნეს ინტერესების დასაცავად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება" ედება ბრალად. ის ბრალდებას უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური სხვა დეტალებს არ ამჟღავნებს, თუმცა სომხური მედიის ინფორმაციით, ის დაკავშირებული იყო ვანაძორის საავადმყოფოსთვის სისხლის დიალეზის აღჭურვილობის ტენდერთან.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის სამსახურის თანამშრომელი სამველ ადიანი, რომელიც სახელმწიფო საწარმოებისთვის შესყიდვებს ხელმძღვანელობს ტენდერის პირობები შეცვალა, რათა მის ძმასთან დაკავშირებულ კომპანიას ეხეირა.

ამ საქმეზე ადიანი და ორი სხვა თანამშრომელი თებერვალში დააკავეს, თუმცა ახალი ბრალდების მიხედვით, საქმე სამსახურის ხელმძღვანელსაც ეხება.

სანასარიანი არ არის დაკავებული, თუმცა მას ქვეყნიდან გასვლა და დროებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება ეკრძალება.

ბრალდების წარდგენის დღეს სანასარიანმა თქვა რომ მისი ბრალდება უსამართლო იყო და ეს კორუფციაში მონაწილე სხვა დამნაშავეებს გაუხსნიდა გზას.

"ჩემ დამამცირებლებს მინდა ვუთხრა, რომ კორუფციის წინააღმდეგ საფლავშიც ვიბრძოლებ," - აღნიშნა სანასარიანმა. მისი ვარაუდით, ის შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლია.

დავით სანასარიანი სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსად პრემიერმინისტმა ნიკოლ ფაშანიანმა 2018 წლის მაისში წარადგინა. ის ფაშანიანის ახლო მოკავშირე და სამოქალაქო კონტრაქტის პარტიის წევრია, რომელიც გასული წლის ანტისამთავრებო აქციებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. კორუფციასთან ბრძოლა ფაშანიანის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები