ბულინგი

"მემეგობრე შენც"- ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის გამოფენა სასკოლო ბულინგზე

0 კომენტარი

"მემეგობრე შენც"- ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა თბილისის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით გამოფენა გამართა.

გამოფენის მთავარი თემა სასკოლო ბულინგია

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლა შეეცადა პრობლემა მოსწავლის პერსპექტივაში წარმოეჩინა, 3 თვიანი მუშაობის მანძილზე შეიქმნა 55 სურათი, რომელიც თითოეული მოსწავლის გამოცდილებას გვიყვება.

"ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მომეტებული აგრესიული ფონი სულ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ მეტი დრო დავუთმოთ მოზარდთა პრობლემას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სასკოლო ბულინგის დამარცხებაა",- ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები. 

ბულინგზე შექმნილი ნამუშევრების გარდა სტუმრებს წლის განმავლობაში მოსწავლეების მიერ შექმნილ სურათებს შეუძლიათ გაეცნონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები