დაპირისპირება პანკისში

შსს: პანკისში პოლიცია ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზეა განთავსებული

პირველი არხი

"ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა," - შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიციიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი," - წერია განცხადებაში. 

პანკისში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისირება მოხდა. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ სპეცრაზზმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, კადრებში ასევე ჩანდნენ დაშავებული ადამიანები. 

კომენტარები