დაპირისპირება პანკისში

გახარია: ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ხეობის მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს

ლიბერალი

შს მინისტრის გიორგი გახარიასა და პანკისის მოსახლეობის შეხვედრა დასრულდა.  შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრაზე მხარეებს კონკრეტულ გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და პირობებზე შეთანხმებულიყვნენ. გახარია ამბობს, რომ ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს.

"რაც დღეს მოხდა ჩვენს ძმობას არ შეეფერება, ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, მერე უნდა გავარკვიოთ ვის შეეშალა და რა შეეშალა, ახლა ვჩერდებთ და ვაგრძელებთ ლაპარაკს, თუ ვინმე გადავიდა და დაარღვია კანონი ეს ცალკე სალაპარაკოა. ამ ჰესის მშენებელები გააგრძლეებნ თქვენთან ლაპარაკს და რაზეც შეთანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ქვების სროლა გამოსავალი არ არის. უნდა დავმშვიდდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძმობას შეეფერება. 90 პროცენტი თუ დაუჭერს მხარს, ჰესი მაშინ აშენდება მხოლოდ," - თქვა გახარიამ.

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა. 

კომენტარები