ჰესის მშენებლობა პანკისში

პანკისის მოვლენების შედეგად, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 30 დაშავებულია გადაყვანილი

პირველი არხი

თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 30 ადამიანი იმყოფება, რომლებიც პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ. 

ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, მათგან 27 სამართალდამცავია, ერთი ჟურნალისტი და ორი მოქალაქე. 

"აღენიშნებათ ძირითადი დაზიანებები თავისა და სახის არეში. არის ზედაპირული დაზიანებები, ასევე, კიდურებზე. თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი არცერთი დაზიანება არაა,"- ამბობს ჭონიაშვილი.  

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

კომენტარები