უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

ზელენსკი: #1 ამოცანა რუსეთიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ტყვეების დაბრუნებაა

New York Post

ეგზიტპოლების მიხედვით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მისი, როგორც მომავალი პრეზიდენტის ნომერ პირველი ამოცანად რუსეთის ფედერაციიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ტყვეების დახსნა დაასახელა. 

ამის შესახებ ზელენსკიმ თავისი საარჩევნო შტაბში ჩატარებულ პრესსკონფერენციაზე ისაუბრა. 

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები ცოცხლები დავაბრუნოთ... ჩვენთვის ახლა ნომერ პირველი ამოცანა, ჩემი აზრით, ჩვენი ტყვეების, ჩვენი სამხედრო ტყვეების, ჩვენი მეზღვაურების დაბრუნებაა. 

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მას სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრებთან ჰქონდა კომუნიკაცია. 

"იცით, ამაზე არ შეიძლება მშვიდად რეაგირება. მე ყველაფერს გავაკეთებ მათ დასაბრუნებლად. არ შემიძლია, დაგპირდეთ, რომ აუცილებლად დავაბრუნებ, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ბიჭების დასაბრუნებლად. ეს პრიორიტეტული ამოცანაა,"- თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის ეროვნული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73% აქვს, მის ოპონენტს, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი - 25.5%.
 

კომენტარები