თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

22 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის (ნაწილობრივ), სტანისლავკის და სამტრედიის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლეონიძის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის (ნაწილობრივ) და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟვანიას და შატბერაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ღამბაშიძის და ქუჩიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიჩურინის, საქარის, უფლისციხის, ჩეჩელაშვილის, მამარდაშვილის და ართვინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ქერჩის (ნაწილობრივ), პატარა ტბის, მიქატაძის (ნაწილობრივ) და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის, კიკეთის (ნაწილობივ), კოჯრის (ნაწილობრივ), სამადლოს (ნაწილობრივ) და დიდების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზრის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის და თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები