შრი ლანკა

შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა

EPA

შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებზე კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა.

დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის 36 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

პოლიციის განცხადების მიხედვით 24 ადამიანი დააკავეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ განახორციელა თავდასხმა.

შრი ლანკის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უშიშროების სამსახურს შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა შესაბამისად არ უმოქმედია.

შეგახსენებთ, რომ კვირას აფეთქება სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ამის შემდეგ კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 ოფიცერი ემსხვერპლა.

საჰაერო ძალების განცხადების მიხედვით კიდევ ერთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს აეროპორტთან, თუმცა ის აფეთქებამდე განაღმეს.

კომენტარები