დეპორტი

ქვეყნები, რომლებმაც მარტში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია მოახდინეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის მარტში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია ისრაელმა (78), თურქეთმა (67), გერმანიამ (45) და ავსტრიამ (21) მოახდინეს.

მათ მოსდევს საფრანგეთი (14 მოქალაქე), რუსეთი (10), ესპანეთი (10), იტალია (9), შვეიცარია (8). მარტში საქართველოს 5-5 მოქალაქე გამოაძევეს პოლონეთმა, ბელგიამ, საბერძნეთმა და ფინეთმა.

საქართველოს ყველაზე ნაკლები (1-1) მოქალაქის დეპორტაცია მოახდინეს აშშ-მა, უკრაინამ და ბელარუსმა.

კომენტარები