შრი ლანკა

შრი ლანკაში მომხდარი აფეთქებებისას დანიელი მილიარდერის, ანდერს პოვლსენის 3 შვილი დაიღუპა

Getty Images

შრი ლანკაში მომხდარი აფეთქებებისას დანიელი მილიარდერის, ანდერს პოვლსენის სამი შვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი სპიკერი ადასტურებს.

პოვლსენი ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელს Bestseller-ს ფლობს და Asos-ის წილების მფლობელია. ის უმდიდრესი დანიელია და ბრიტანეთში კერძო მიწების უმსხვილესი მფლობელი. მისი ოთხივე შვილი აღდგომის არდადეგებს შრი ლანკაზე ატარებდა.

შეგახსენებთ, რომ კვირას აფეთქება სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ამის შემდეგ კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 ოფიცერი ემსხვერპლა.

საჰაერო ძალების განცხადების მიხედვით, კიდევ ერთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს აეროპორტთან, თუმცა ის აფეთქებამდე განაღმეს.

თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის 36 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

პოლიციის ინფორმაციით, 24 ადამიანი დააკავეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა.

კომენტარები