ვიზალიბერალიზაცია

მარტში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი ავსტრიამ უთხრა

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი ავსტრიელმა მესაზღვრეებმა უთხრეს. სტატისტიკის თანახმად, გასულ თვეში ავსტრიაში საქართველოს 1650 მოქალაქე გაემგზავრა, აქედან 105 - ქვეყანაში არ შეუშვეს.

ფოტო: შსს

საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათქვამი უარის რაოდენობით მეორე ადგილზეა კვიპროსი (გაემგზავრა საქართველოს 1011 მოქალაქე და ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს 39-ს), მას მოსდევს ესპანეთი (გაემგზავრა 1497 და არ შეუშვეს 37), საფრანგეთი (გაემგზავრა 1595 და უარი უთხრეს 35-ს), ლატვია (გაემგზავრა 708 და უარი უთხრეს 27-ს), იტალია (გაემგზავრა 2913 და არ შეუშვეს - 30), გერმანია (გაემგზავრა 6056 და უარი უთხრეს 31-ს) და პოლონეთი (გაემგზავრა 3185 და არ შეუშვეს - 20).

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები