თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 23 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, პატარა ტბის, ქერჩის, ხერგიანის, მიქატაძის, ხევძმარის და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, საირმის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, კუტუზოვის და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი დიღმის "ნატბეურების" დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, ნიკოლოზ ბერაძის და უდაბნოს მონასტრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედანის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის და კოტე მახარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბერიძის, პაოლო იაშვილის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ჭონქაძის, კოტე აფხაზის და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის, კიკეთის (ნაწილობრივ) და კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ყარაჯალას, საავიაციო ქარხნის დასახლების, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, დიმიტროვის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, სელიმ ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ მახალდიანის, ოლგა კონსკაიას, ხუდადოვის, თოფურიძის, რევაზ ურიდიას, სურგულაძის, კიკნაძის, ჩხიკვაძის, ალილუევის, მანჯგალაძის, ჩოხატაურის, მიქატაძის, სტურუას, ინანიშვილის, მიხეილ მესხის, გურამ ასათიანის, ძმობის, უცნობ გმირთა და ანაპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალციხის, მაზნიაშვილის, მამარდაშვილის, ჯავახიშვილის, ჩიტაძის, გიორგი ერისთავის, ტერენტი გრანელის, ანაკლიის, მარჯანიშვილის, ჩანჩიბაძის, სულუხიას, ბენაშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიქობავას და ჩიტაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები