დისკრიმინაცია

დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით - სასამართლომ ორი მაღაზია დააჯარიმა

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაღაზიები DI OGGI და TIME სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის გამო დააჯარიმა.

საქმე ეხება 2017 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებული აქციას, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა, დაინტერესებულ პირს აქციით სარგებლობა მხოლოდ ქალის ან მამაკაცის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში შეეძლო.

"თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, მათ დახმარებისთვის მიმართა თორნიკე კუსიანმა, რომელმაც მამაკაცი პარტნიორისთვის აღნიშნულ მაღაზიებში საჩუქრის შეძენა ვერ შეძლო.

"თორნიკე კუსიანი დაუკავშირდა აღნიშნულ მაღაზიებს და საკუთარი მამაკაცი პარტნიორისთვის საჩუქრის შეძენა დააპირა, სატელეფონო საუბრისას მოპასუხეებმა განუცხადეს, რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნივთების შეძენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი აქციებით სარგებლობა და აქცია ვრცელდებოდა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებზე. თორნიკე კუსიანმა ვერ ისარგებლა აქციით და სასურველი ნივთების შეძენა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ვერ შეძლო. მან მომართა “თანასწორობის მოძრაობა” სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით, ვინაიდან მიიჩნია რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას", - ამბობენ ორგანიზაციაში.

მათი შეფასებით, მაღაზიებმა არ გაითვალისწინეს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების მოთხოვნილებები და ამ აქციით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თორნიკე კუსიანი ჰეტეროსექსუალ წყვილებთან შედარებით, დისკრიმინაციულ გარემოში მოაქციეს.

სასამართლომ გაითვალისწინა "თანასწორობის მოძრაობის" დასაბუთება და მაღაზიებს 100-100 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები