აფგან მუხთარლის გატაცების საქმე

აფგან მუხთარლის ცოლის ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

0 კომენტარი
აფგან მუხთარლი ფოტო: Azadliq.org

აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მუსტაფაევა ამის შესახებ ფეისბუქზე წერს:

"აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სასტიკად სტკივა თვალები, გართულებულია ურინარული (შარდ-სასქესო) სისტემის მდგომარეობა. იტანჯება სისხლის მაღალი წნევით და დიაბეტის მეორე ტიპით. ციხის ექიმებს ის ჯერაც არ გაუსინჯავთ", - წერს მუსტაფაევა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს 2015 წელს შეაფარა თავი. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მანამდე კი, ზაქათალაში გარდაცვლილები იპოვეს მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი. მათ ორმოცზე დასასწრებად ჟურნალისტი ორი დღით გაათავისუფლეს, რა დროსაც მან რუსთავი 2-ს მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები