ივანე მაჭავარიანი

მაჭავარიანი ბოკერიას: გავიგე, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად

საქართველოს პარლამენტი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და ევროპული საქართველოს დეპუტატ გიგა ბოკერიას შორის ცხარე დისკუსია შედგა. ბოკერია მაჭავარიანს სთხოვდა განემარტა, რატომ გაიზარდა საგადასახადო ტვირთი ქართული ოცნების მმართველობისას.

მაჭავარიანი: "გაგიკვირდებათ და, მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, მე ვიტყოდი რომ თქვენ დროს 12%-დან ავიდა 25%-ზე [საგადასახადო ტვირთი] და თქვენ დროს გაიზარდა ტვირთი თქო, მაგრამ არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვარ ეგეთი პოპულისტი. მაგ პერიოდში მოხდა გადასახადების განაკვეთების შემცირება, ზოგიერთი გადასახადის გაუქმება, მაგრამ ზუსტად პროდუქტიულობის ხარჯზე 12%-დან 24%-მდე ავიდა და იყო დადებითი მოვლენა. 25.5%-დან 25.6%-მდე რომ ავიდა, ეს არის ტვირთის გაზრდა ბატონო გიგა? ციფრებთან ახლოს ხართ? 12%-დან 24%-მდე რომ ავიდა მაგას არ გსაყვედურობთ და 25.5%-დან 25.6%-მდე რომ ავიდა, მაგას იძახი, რომ გადასახადი გავზარდე? აღარ არის ნამუსი?"

ბოკერია: "მაშინ 1991-92 წლები შეიტანეთ, სამოქალაქო ომის დროს ნული რომ იყო, სახელმწიფო რომ არ არსებობდა."

მაჭავარიანი: "ხოდა ისევ არ იარსებოს? ისევ 12%-ზე ჩამოვიდეს? მაგას მეუბნები კაცო? კარგი რა! ისევ არ იარსებოს, ჩამოვა 12%-ზე თუ გინდა!"

ბოკერია: "აქციზის გადასახადის ზრდის და საპენსიო გადასახადის ალტერნატივა არის სახელმწიფოს დანგრევა?"

მაჭავარიანი: "საპენსიო არაფერ შუაში არ არის აქ."

ბოკერია: "ანუ ჯერ ასახული არ არის, კიდევ უფრო გაიზრდება."

მაჭავარიანი: "ბატონო გიგა, გავიგე, რომ ციფრებთან ვერ ხარ კარგად."

ფინანსთა მინისტრი პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. მისი მოხსენება შეეხო ეკონომიკურ ზრდას, საბანკო რეგულაციებსა და საგადასახადო ტვირთს.

კომენტარები