დაპირისპირება პანკისში

კაკულია: ნათია თურნავას დავპატიჟებდი საკომიტეტო მოსმენაზე

0 კომენტარი
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფოტო: parliament.ge

ნათია თურნავას დავპატიჟებდი საკომიტეტო მოსმენაზე - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თქვა

მისი თქმით, მთავრობამ პანკისში განვითარებულ მოვლენებზე კითხვებს ამომწურავად უნდა გასცეს პასუხი. 

"დიაგნოზი, რომ დასვა, რა მოხდა, უნდა გქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია. სრულყოფილი ინფორმაციის გარეშე პოზიცია არის არაჯანსაღი და არასრულფასოვანი. ამიტომ, რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ, რომ ხომ ვხედავთ, რომ ეს მოვლენები მეორდება სხვადასხვა ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ პანკისს აქვს დამატებით, მაგრამ გარკვეული სენსიტიურობა, ახლა არ გავაზვიადებ, მაგრამ ერთიანი მიდგომა ჩამოსაყალიბებელია და ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა.",- თქვა კაკულიამ. 

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

პანკისში ჰესების დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია EMC ადგილობრივი მოსახლეობის სახელით სასამართლოში დავებს აწარმოებს. 

სულ პანკისის ჰესებთან დაკავშირებით სასამართლოში 4 პარალელური დავა მიმდინარეობს, მათგან 2 სწორედ ხადორი 3-ის ჯერჯერობით არცერთ საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა არ დაწყებულა. 

EMC დაობს, რომ დაკავშირებით გაცემული მშენებლობის ნებართვა უკანონოა, რამდენიმე არგუმენტის გამო, მათ შორის:

  • ჰესის მშენებლობის ნებართვა (II სტადიაზე) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაიცა ისე, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჯერ კიდევ არ იყო გაცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მშენებლობის ნებართვის სავალდებულო წინაპირობაა.
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ პასუხობს მსგავსი ობიექტების მშენებლობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მათ შორის, სათანადოდ არ იკვლევს საპროექტო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში არსებულ გარემოზე შესაძლო ზეგავლენას, რაც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში არ შეიცავს დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიის ალტერნატივების შესახებ ინფორმაციას. ამასთან გზშანგარიში არასათანადოდ აკეთებს დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას. გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი შეფასება მიწის საკუთრებასა და მის გამოყენებაზე, ასევე დასაქმებასთან დაკავშრებული ზემოქმედებები ზოგადად და დაუსაბუთებლად არის წარმოდგენილი;
  • გზშ-ს ანგარიშში არ არის წარმოდგენილი დეტალური კვლევები უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რასაც ადასტურებს როგორც თავად ანგარიშში არსებული ჩანაწერები, ასევე უშუალოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღებიდან 6 თვის შემდეგ ითვალისწინებს ისეთი კვლევების ჩატარების ვალდებულებას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად დადებითი დასკვნის გაცემისთვის უკვე უნდა იყოს დეტალურად აღწერილი გზშ-ს ანგარიშში;
  • გზშ-ს ანგარიშში რისკების შეფასების მიზნით ჩასატარებელი კვლევების/აღწერის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ კოპირებულია სხვა ჰესების მშენებლობის მიზნით მომზადებული გზშ-ს ანგარიშიდან. მაგალითად, დამატებითი კვლევების გარეშე გადმოტანილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, კუმულაციური ზემოქმედება, ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე, სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ზემოქმედება წყლის ხარისხზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები