ავტოავარია

ჟაკლინ საბურიდო, სიმთვრალის საწინააღმდეგო კამპანიის სახე, გარდაიცვალა

ჟაკლინ საბურიდო ავარიამდე და ავარიის შემდეგ

ჟაკლინ საბურიდო, ქალი, რომელიც 1999 წელს ავტოავარიაში მიღებული დამწვრობების შემდეგ სიმთვრალეში მანქანის მართვის საფრთხეების სიმბოლო გახდა, გვატემელაში კიბოსგან გარდაიცვალა. 

1999 წელს საბურიდო 20 წლის იყო და ოთხ მეგობართან ერთად დაბადების დღეზე მიდიოდა, როცა მის მანქანას გზაზე გადმოსული მთვრალი მძღოლის მიერ მართული ავტომობილი დაეჯახა. უკანა სავარძელზე მყოფი ორი მგზავრი მყისიერად დაიღუპა, საბურიდო წინა მგზავრის სავარძელში გაიჭედა, მას ცეცხლი წაეკიდა და მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო.  

ავარიის შემდეგ, საბურიდო ტეხასის ტრანსპორტის დეპარტამენტის სიმთვრალის საწინააღმდეგო კამპანიის მხარდამჭერი გახდა და იყენებდა თავის გარეგნობას, რომ საზოგადოებამდე მიეტანა სიმთვრალისას მანქანის მართვის საფრთხეები. 

"თუ ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიჯდე კამერების წინ ყურების, ცხვირის, წარბების და თმის გარეშე, მე ამას ათასჯერ გავაკეთებ თუ ვინმეს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარები. ეს დედამიწაზე ჩემი მისიის ნაწილია, თუ ამ სახეს სხვების დახმარება შეუძლია, რატომაც არა? "- განაცხადა საბურიდომ ერთ-ერთ გამოსვლაზე. 

მეორე ავტომობილის მძღოლს, 18 წლის რეჯი სტეფის 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის ციხიდან 2008 წელს გამოვიდა.  

კომენტარები