20 აპრილს კახა ბენდუქიძე 63 წლის გახდებოდა.
კახა ბენდუქიძე 1956 წელს თბილისში დაიბადა და 2014 წელს, ლონდონში გარდაიცვალა.
2004 წელს საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდებული კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი გახდა. შემდეგი 4 წლისა და 8 თვის განმავლობაში ბენდუქიძე სათავეში ედგა სხვადასხვა სფეროში მომხდარ მრავალ, 70-მდე რეფორმას.
2007 წელს კახა ბენდუქიძემ "ცოდნის ფონდი" დაარსა, ამავე წელს კი "ცოდნის ფონდმა" დაარსა თავისუფალი უნივერსიტეტი. 4 წლის შემდეგ, 2011 წელს ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა აგრარული უნივერსიტეტიც.
130 000 000 ლარი არის კახა ბენდუქიძის დაარსებული ორგანიზაციის "ცოდნის ფონდის" მიერ ქართული განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციის რაოდენობა, რაც ქვეყნის მასშტაბით განათლების სფეროში ჩადებულ ყველაზე მსხვილ კერძო ინვესტიციას წარმოადგენს.
დაათვალიერეთ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაციფრულებული კახა ბენდუქიძის იშვიათი სურათები.