სიგარეტის უკანონო შემოტანა

სარფისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

Reuters

სარფისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები საზღვარზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანას ვდილობდნენ. ჯამში, 1,690 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.

კომენტარები